Wednesday, May 29, 2013

ქ.რუსთავის №7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ვიყავით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მონაწილეობა მივიღეთ დებატების ტურნირში.
ასევე ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ეზოს დასუფთავებაში.













"ერთობის" წევრები ვიმყოფებოდით  საქართვლოს ბუნებისა და გარემოს დაცვის სამინისტროში, შევხვდით მინისტრს და ვესაუბრეთ მას საქართველოში გარემოს დაცვის პრობლემებზე.


Friday, May 17, 2013

NATO-ს იმიტირებული სამმიტი

2013 წლის 17-18-19 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის პატრონაჟით ჩატარდა NATO-ს იმიტირებული სამმიტი, რომლის მოსამზადებელი სემინარები ჩატარდა უნივერიტეტში, ხოლო იმიტირებული სამმიტი გაიმართა ქორთიარდ მარიოტის საკონფერენციო დარბაზში.
იმიტირებულ სამმიტზე მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ხოლო აქტიური მონაწილეობისათვის ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ მე-10 კლასის მოსწავლეებს  გიორგი ბრეგვაძეს და თეონა ნინოშვილს

















Wednesday, May 15, 2013

კარლ პოპერის დებატები

პოლიტიკური ფორმატის კარლ პოპერის  დებატების შესასწავლად საქართველოს ბავშვთა ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე 2013 წლის 5-10 მაისს ბაკურიანში იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლუბის მეურვე ვაჟა ქარუხნიშვილი და კლუბის ლიდერი ბექა ფოჩხიძე. ტრენინგში აქტიური მონაწილეობისათვის ვაჟა ქარუხნიშვილს მიენიჭა პოლიტიკური ფორმატის კარლ პოპერის  დებატების ტრენერის კვალიფიკაცია და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. სერტიფიკატი გადაეცა აგრეთვე კლუბის ლიდერს ბექა ფოჩხიძეს. ამჟამად სკოლაში ფუნქციონირებს კარლ პოპერის პოლიტიკური ფორმატის დებატ-კლუბი, რომლის წევრებიც მიწვეულები არიან საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის მარტის შუა რიცხვებში


Monday, April 29, 2013

ჰოპლაა! ჩვენ გავიმარჯვეთ! – ჩვენი პროექტი "კანონმორჩილი მოქალაქეები" დააფინანსა "USAID" - მა


პროექტი  "კანონმორჩილი მოქალაქეები"
არასრულწლოვანების ტოტალიზატორში თამაშების

წინააღმდეგ  

ინტერვიუ მოქალაქეებთან




22 მაისს ქალაქ რუსთავის №7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ერთობამ" ჩაატარა აქცია "კანონმორჩილი მოქალაქეები", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქ.რუსთავის № 6, №15, №24, №18, №21 და  №12  სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრებმა.

























Thursday, April 25, 2013


იმიტირებული სასამართლო პროცესი


ქ. რუსთავის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  მონაწილეობა  მიიღეს  ამავე ქალაქის №12 სკოლის პროექტში.